
ახალი ამბები
მთავრობა ერთიან ეკონომიკურ სტრატეგიას შეიმუშავებს
დღეს დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთიან სტრატეგიას შეიმუშავებს.
“არასწორია იმის მტკიცება, რომ მთავრობას ეკონომიკური სტრატეგია არ გააჩნია. სხვადასხვა მიმართულებებში ამ ტიპის სულ 9 დოკუმენტი არსებობს, თუმცა ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მათი ერთ დოკუმენტად გაერთიანების მიმართულებით”, განაცხადა 16 თებერვალს ლექსო ალექსიშვილმა.