ახალი ამბები

სოხუმი გაეროს სამოქალაქო პოლიციის გალში განლაგებისგან თავს იკავებს

სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ჟან მარი გიენოსთან 15 თებერვალს სოხუმში გამართული მოლაპარაკებების დროს, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ განაცხადა, რომ აფხაზურს მხარეს არამიზანშეწონილად მიაჩნია გაეროს სამოქალაქო პოლიციის განთავსება გალის რაიონში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“.


საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის სამოქალაქო პოლიციის კომპონენტი ამჟამად მხოლოდ ზუგდიდის რაიონში მოქმედებს და მის შემადგენლობაში შედის 11 ოფიცერი ხუთი ქვეყნიდან: რუსეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, შვეიცარიიდან და გერმანიიდან. გაეროს სამოქალაქო პოლიციის მიზანია უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მომზადებისა და აღჭურვის გზით.


აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ სამოქალაქო პოლიცია ნაკლებეფექტურია ზუგდიდშიც კი, სადაც ის უკვე ფუნქციონირებს. „თუმცა, აფხაზური მხარე არ უარყოფს პროექტის თაობაზე განხილვებში მონაწილეობას“, დასძინა ნუგზარ აშუბამ.   



 

Back to top button