ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ხვდება

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მინისტრთა  კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას ხვდებიან. პარლამენტში უკვე წარდგენილია საქართველოს მთავრობის პროგრამა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, “წინა [2004 წლის დეკემბერში დამტკიცებულ] პროგრამასთან შედარებით მცირე ცვლილებებია შესული”.


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ნოღაიდელმა დეპუტატებს განუცხადა, რომ “უცვლელი დარჩება პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მიერ აღებული კურსი”.


14 თებერვლის ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ კვირის მეორე ნახევარში დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადებენ ნდობას დეპუტატები მინისტრთა განახლებულ კაბინეტს, მანამდე კი მინისტრობის კანდიდატები კომიტეტებსა და ფრაქციებში გამართავენ შეხვედრებს.

Back to top button