
ახალი ამბები
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აზერბაიჯანული და ქართული მონაკვეთების შეერთების ცერემონია გაიმართა
დღეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ქართული და აზერბაიჯანული მონაკვეთების შეერთების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები დაესწრნენ.
მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა ერთხმად აღნიშნეს ორივე ქვეყნისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის მნიშვნელობა.
დღევანდელ ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) აზერბაიჯანის ოფისის პრეზიდენტი დევიდ ვუდვორდი და ენერგეტიკულ საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში სტივენ მანი.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დასრულება 2005 წლის დასაწყისშია ნავარაუდევი, ნავთობის პირველი ნაკადის გაშვება კი მარტისთვის იგეგმება.