
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობისთვის 6 კანდიდატი იბრძოლებს
აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) 8 საპრეზიდენტო კანდიდატიდან 6 გაატარა რეგისტრაციაში.
ცსკ-მ უარი განაცხადა ოპოზიციური მოძრაობა “აიტაირას“ ლიდერის, ყოფილი დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ანქვაბისა და ბიზნესმენ ანატოლი ოტირბას რეგისტრაციაში გატარებაზე.
სულ 6 კანდიდატი იყრის კენჭს 3 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. მათ შორის არიან: რაულ ხაჯიმბა, რომელიც სულ ახლახანს გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და რომელიც, სავარაუდოდ, ყველაზე მეტ ხმებს მოიპოვებს არჩევნებში; სერგეი ბაღაფში, აფხაზეთის ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელი, რომლის კანდიდატურასაც წამყვანი ოპოზიციური მოძრაობა “ამცახარა“ და “ერთიანი აფხაზეთი“ უჭერს მხარს; დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ვალერი არშბა; ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა; ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია და აფხაზეთის სახალხო პარტიის ლიდერი იაკუბ ლაკობა.
თვითგამოცხადებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების პირველ პირს 3 ოქტომბერს აირჩევენ.