ახალი ამბები

სააკაშვილი: ნატოს და აშშ-ის ჯარები საქართველოში არ განთავსდება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2 ივლისს მოსკოვში განაცხადა, რომ საქართველო არ განათავსებს არც ნატოს და არც ამერიკის შეერთებული შტატების ჯარებს თავის ტერიტორიაზე. 


“ნატოს ჯარები და არც აშშ-ის ჯარები არ განლაგდება საქართველოს ტერიტორიაზე“, განაცხადა სააკაშვილმა 2 ივლისს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.


რუსეთისა და საქართველოს ოფიციალური წრეების ვარაუდით, ორ ქვეყანას შორის არსებული წინააღმდეგობის მთავარ მიზეზს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენენ. თბილისი უარყოფს მოსკოვის მოთხოვნას ჩარჩო ხელშეკრულებაში შეიტანოს პუნქტი, რომელიც აუკრძალავს საქართველოს უცხოური სამხედრო ბაზა განათავსოს თავის ტერიტორიაზე.  თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ თბილისი არ აპირებს უცხოურ სამხედრო ბაზებს უმასპინძლოს.   

Back to top button