
ახალი ამბები
სააკაშვილი მოსკოვში ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხს დააყენებს
მოსკოვში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს იგი ერთობლივი, რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხს დააყენებს.
საქართველომ ცოტა ხნის წინ რუსეთს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა შესთავაზა საქართველოდან რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გაყვანის სანაცვლოდ.
“ანტიტერორისტული ცენტრის მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა და საზღვრების და რეგიონის ტერორისტებისგან დაცვა იქნება. რუსეთის საქართველოში ამ ფუნქციით არსებობა აბსოლუტურად მისაღებია ჩვენთვის“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვში 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.