ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი მაიოროვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ელჩისგან მიხეილ მაიოროვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, რადგან მაიოროვმა ვერ შესძლო პასუხის გაცემა სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას ელემენტარულ შეკითხვაზე, თუ რომელ ქვეყნებს აკავშირებს როკის გვირაბი.
 
“ეს უბრალო ლაფსუსი არ არის, ეს არაპროფესიული მიდგომაა მაიოროვის მხრიდან, მაშინ როცა ოფიციალური რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც ჩანს, ეს სავსებით გააზრებული ნაბიჯია. ქართული მხარე არ აპირებს დიალოგის გაგრძელებას, სანამ მაიოროვი ბოდიშს არ მოიხდის“ , განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მოსკოვში რუსული სააგენტო “იტარ-ტასის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
 
სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხში გოგა ხაინდრავამ  მიხეილ მაიოროვისგან დასმულ შეკითხვაზე პასუხი, მოსკოვში 30 ივნისისა და 1 ივლისს ერთობლივი საკონტროლო კომისიის სხდომის ჩაშლის შემდეგ მოითხოვა. კომისიას, რომელსაც რუსეთის მხრიდან მიხეილ მაიოროვი, სამხრეთ ოსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ბორის ჩოჩიევი და ეუთოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, უნდა განეხილა სამხერთ ოსეთში შექმნილი სიტუაცია.


 

Back to top button