
ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრმა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა წარმოადგინა
ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოში პრივატიზების ეტაპობრივი განხორციელების პროექტი წარმოადგინა.
პრივატიზების ნუსხა სამ კატეგორიად არის დაყოფილი, მათ შორისაა მსხვილი საწარმოები, ათი წლით მართვის უფლებით გადასაცემი ობიექტები და მცირე და უმნიშვნელო ობიექტები.
კახა ბენდუქიძის თქმით, საჭიროა ქვეყანაში მოხდეს მნიშვნელოვანი საწარმოების პრივატიზაცია, რათა შესაძლებელი გახდეს მათი ეფექტურად ამუშავება. “უნდა მოხდეს ასევე ტყეებისა და ცალკეული მიწის ნაკვეთების პრივატიზება. ეს ეფუქტური იქნება, რადგანაც ტყეების პრივატიზების შემთხვევაში, მეპატრონე მათ მოუვლის“ , განაცხადა კახა ბენდუქიძემ.