
ახალი ამბები
უმრავლესობის დეპუტატი მმართველ ფრაქციას ტოვებს
დეპუტატმა კახა კუკავამ, რომელიც მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ სიით მოხვდა პარლამენტში, 30 მაისს განაცხადა, რომ საპარლამენტო ფრაქციას ტოვებს.
დეპუტატი კახა კუკავა, პარლამენტის კიდევ ორ სხვა წევრთან ერთად – კობა დავითაშვილთან და ზვიად ძიძიგურთან ერთად – აჭარაში რესპუბლიკის ავტონომიური სტატუსის გაუქმების თაობაზე კამპანიას აწარმოებს.
„კამპანიის პროცესში ჩვენ გარკვეულ დაბრკოლებებს შევხვდით ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, როგორც ეს აჭარის ყოფილი ხელისუფლების დროს ხდებოდა”, განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ 30 მაისს.