
ახალი ამბები
სააკაშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ უახლოეს მომავალში სპეციალური ბრძანებულების გამოცემას აპირებს.
“საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს ამის პრეროგატივას ანიჭებს და ამის შესახებ მე უკვე გავაკეთე განცხადება, რომ უცხოეთში მცხოვრებ ყველა ქართველს, სურვილისამებრ, ექნება საშუალება ორმაგი მოქალაქეობა მიიღოს. ეს განპირობებულია სახელმწიფო ინტერესებით “, განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უნდა მოხდეს უცხოეთში წასული ქართველების სამშობლოში დაბრუნება და ამ პროცესის დაწყებისთვის ხელისუფლებამ შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს. მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს, რათა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ .