
ახალი ამბები
პარლამენტმა ახალი ჰიმნი დაამტკიცა
პარლამენტმა დღეს 128 ხმით 5-ის წინააღმდეგ საქართველოს ჰიმნი მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. პირველი მოსმენით პარლამენტმა ახალი ჰიმნი 20 მაისს მიიღო.
ჰიმნის მუსიკა, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის ოპერების „აბესალომ და ეთერისა“ და „დაისის“ მიხედვით შეიქმნა, იოსებ კეჭაყმაძეს , ხოლო ტექსტი კი პოეტ დავით მაღრაძეს ეკუთვნის.
პარლამენტმა ასევე უნდა დაამტკიცოს ახალი სახელმწიფო ღერბი, რომელიც 11 ნამუშევრიდან უკვე შეარჩია სპეციალურმა ჟიურიმ.
ახალი ღერბის მიღებით დასრულდება სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლის პროცესი. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო ახალი დროშით, ჰიმნით და ღერბით შეხვდება.