ახალი ამბები

სოხუმში მხარეები კოდორის მონიტორინგის განახლებაზე შეთანხმდნენ

“სოხუმში გაეროს ეგიდით გამართულ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ყველა პრობლემა მოლაპარაკებების გზით მოაგვარონ და უარი თქვან ძალის გამოყენებაზე”, ნათქვამია საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ჰაიდი ტალიავინის განცხადებაში, რომელიც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელა.


სოხუმში დღევანდელ შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, აფხაზეთის მხრიდან დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ესწრებოდნენ. 


ჰაიდი ტალიავინის განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ხაზი გაუსვეს კოდორის ხეობაში მონიტორინგის განახლებას და მზადყოფნმა გამოთქვეს განახორციელონ ერთობლივი ვიზიტი ხეობაში.


ასევე, დადებითად შეფასდა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჰეიდი ტალიავინის ინიციატივა  ერთობლივი სპეციალური  კომისიის  ჩამოყალიბებისა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კოდორის ხეობაში ადგილზე შეისწავლის ვითარებას.
 
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მორიგი შეხვედრა 2004 წლის 15 სექტემბერს თბილისში გაიმართება.

Back to top button