ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის წევრს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

სასამართლომ მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ წევრს, დეპუტატ გიორგი კენჭაძეს დღეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


კენჭაძეს ფულის გამოძალვაში ედება ბრალი. 20 მაისს საქართველოს პარლამენტმა კენჭაძეს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.


გიორგი კენჭაძე 19 მაისს ფულის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. მან აჭარელ ბიზნესმენს 100,000 დოლარი მოსთხოვა.


კენჭაძეს ბრალი პროკურატურამ თანხის გამოძალვის მუხლით წაუყენა, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გიორგი კენჭაძე დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.


ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ელენე თევდორაძე უკვე შეხვდა კენჭაძეს საკანში.


“იგი [კენჭაძე] ადასტურებს ფულის გადაცემის ფაქტს, თუმცა საქმის სხვა გარემოებები საკმაოდ საეჭვოა”, – განაცხადა ელენე თევდორაძემ კენჭაძესთან შეხვედრის შემდეგ. კონფიდენციალური საუბრის სხვა დეტალების გახმაურებისგან მან თავი შეიკავა.  


 

Back to top button