ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ადამიანთა უფლებების კომისარი საქართველოში ჩამოვიდა

ევროპის საბჭოს ადამიანთა უფლებების კომისარი ალვარო ხილ-რობლესი 19 მარტს საქართველოში ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან თბილისში და აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან ბათუმში.


ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად მხარეები განიხილავენ ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხს აჭარის რეგიონში ბოლოდროინდელი მოვლენების დარეგულირების კონტექსტში. 

Back to top button