ახალი ამბები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი საქართველოში აჭარის ლიდერს ხვდება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი საქართველოში პლამენ ნიკოლოვი ბათუმში იმყოფება. დღეს იგი აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს ხვდება.


პლამენ ნიკოლოვის განცხადებით, მისი ბათუმში ვიზიტის მთავარი მიზანი 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფაა. ამ მიზნით ევროპის საბჭოს წარმომადგენლები არჩევნებზე მონიტორინგს განახორციელებენ.


დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილების გამიჯვნას. “დღეს მისია იწყებს მუშაობას, ჩვენ განვიხილავთ, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული დაძაბულობა მოიხსნას და აღდგეს ნდობის ფაქტორი”, – განაცხადა პლამენ ნიკოლოვმა 19 მარტს.


იგი დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტსა და აჭარის ლიდერს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

Back to top button