ახალი ამბები

თურქეთი საქართველოს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

თურქეთი თავის მეზობელ ქვეყანას, საქართველოს, სიფრთხილისაკენ და ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.


„თურქეთს, როგორც ქვეყანას, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველი ხალხის კეთილდღეობა მნიშვნელოვნად მიაჩნია, იმედი აქვს რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის რეგიონალურ ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბულობა მოიხსნება და პრობლემა დემოკრატიული გზით მოგვარდება“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თურქული მედიის ცნობით, თურქეთი თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მზად არის საქართველოს დაძაბულობის შემსუბუქების საქმეში აღმოუჩინოს დახმარება.


„არეულობა საქართველოში ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ მხოლოდ მშვიდობის მომხრე ვართ მეზობელ ქვეყნებში“, – განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ერდოგანმა 15 მარტს.  

Back to top button