
ახალი ამბები
მესაზღვრეებმა აფხაზეთის წყლებში ორი თურქული გემი დააკავეს
მესაზღვრეებმა დღეს საქართველოს ტერიტორიულ წყლების აფხაზეთის აფხაზეთის მონაკვეთზე ორი თურქული გემი დააკავეს, რომლებიც თევზით იყო დატვირთული.
ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა შალვა ლონდარიძემ აცნობა.
ამჟამად გემები ფოთშია ბადრაგირებული. მათი დაკავება ძირითადად საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლის და ასევე უკანონო თევზჭერის გამო მოხდა.
დაკავებული გემების მეპატრონეებს ჯარიმის სახით თითოეულს 250 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ.
ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურმა რამოდენიმე გემი დააკავა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, რომლებიც რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის დროშებით დაცურავდა.