ახალი ამბები

ბონდო შალიკიანს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ ტყიბულის ყოფილ მაჟორიტარ დებუტატს ბონდო შალიკიანს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მას იარაღის უკანონოდ შენახვაში ედება ბრალი. ბონდო შალიკიანი უკვე გადაყვანილია წინასწარი დაკავების საკანში.


შალიკიანი სამართალდამცავებმა 5 მარტს ქუთაისში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.


ბონდო შალიკიანი ტყიბულის მაჟორიტარ დებუტატად 2003 წლის 2 ნოემბერს აირჩიეს, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გენერალური პროკურატურის განცხადების საფუძველზე მას დეპუტატობის კანდიდატის იმუნიტენი 5 მარტს მოუხსნა. ბონდო შალიკიანი ტყიბულსა და ქუთაისში რამდენიმე ბენზინგასამართი სადგურისა და ადგილობრივი ტელეკომპანია “ქუთაისის” მფლობელია.   

Back to top button