ახალი ამბები

სააკაშვილი სახალხო ბანკის ფილიალის წინ შეკრებილ აფხაზეთიდან დევნილებს და პენსიონერებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბაქოში გამგზავრებამდე ისნის რაიონის სახალხო ბანკის ფილიალის წინ პენსიების და დახმარებების ასაღებად შეკრებილ პენსიონერებს და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.


მიხეილ სააკაშვილი გასაუბრების დროს პენსიონერებს დაჰპირდა, რომ მომავალში დროულად მოხდებოდა პენსიებისა და დახმარებების გაცემა. “შესაძლებელი იქნება 14 ლარიანი პენსიების 20 ლარამდე გაზრდა, ესეც ბევრი არ არის, მაგრამ პირველ ეტაპზე გარკვეული შეღავათია” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში ასევე შესაძლებელი გახდებოდა გასული წლების საპენსიო დავალიანების დაფარვაც.


პენსიონერებთან და დევნილებთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით ბაქოში გაემგზავარა.

Back to top button