ახალი ამბები

ასლან აბაშიძე: თბილისს ტოტალური კონტროლის დამყარება სურს აჭარაზე

მოსკოვში ვიზიტის დროს ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას „ტოტალური კონტროლის დამყარება სურს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე“.


აჭარის ლიდერი მოსკოვში 29 თებერვალს გაემგზავრა, როგორც მან განაცხადა, მოსკოვსა და ბათუმს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხის განხილვის მიზნით. ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკვე გამოხატა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ აბაშიძის ვიზიტი მასთან შეთანხმებული არ იყო.


„მე მაქვს უფლება ვითანამშრომლო მეზობელი ქვეყნების რეგიონებთან ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებში, გარდა სამხედრო საკითხებისა“, – განაცხადა ასლან აბაშიძემ 3 მარტს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.

Back to top button