
ახალი ამბები
სააკაშვილმა შინაგანი ჯარის ინსპექცია განახორციელა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს თბილისში განთავსებული შინაგანი ჯარის ერთ-ერთი ბაზა მოინახულა.
სამწყობრო ბრძანების გაცემის შემდეგ სააკაშვილმა სამხედროებს განუცხადა, რომ კმაყოფილია მათი მომზადების დონითა და ბრძოლისუნარიანობით.
სააკაშვილის განცხადებით, იგი კვლავ განახორციელებს ინსპექციებს. „მინდა, რომ შეიარაღებული ძალები ბრძოლისუნარიანი იყოს“,- დასძინა მან.
„შეიარაღებულ ძალებში და მთელს ქვეყანაში წესრიგი აღსდგება. აქამდე არმიაში დისციპლინა არ არსებობდა და კორუფცია იყო გამეფებული. ახლა ჯარისკაცებსაც დროულად უხდიან ხელფასებს და წესრიგი ყველგან დამყარდება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.