
ახალი ამბები
ხელისუფლებამ და დონორმა ორგანიზაციებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს
დღეს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა საქართველოს მთავრობისა და დონორ ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეხვედრა, რომელსაც პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივებს. ზურაბ ჟვანიამ დონორ ორგანიზაციებს მთავრობის ხუთწლიანი პროგრამა წარუდგინა.
როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ქვეყნის პრიორიტეტი დონორებთან ურთიერთობაში ენერგეტიკის სფერო იქნება.
„სულ ცოტა 60 მილიონი დოლარი იქნება საჭირო, რათა ქვეყნის ენერგოსექტორის რეაბილიტაცია მოხდეს,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაური.