
ახალი ამბები
საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს
პარლამენტის თავჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავჯდომარედ დანიშნეს.
მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ იგი [ბადრი ბიწაძე] კარგ სამსახურს გაუწევს თავის ქვეყანას ახალ თანამდებობაზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ მისი მეუღლის დანიშვნის საკითხის კომენტირებისას.
ბადრი ბიწაძემ, რომელსაც მანამდე გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტი ეკავა, ამ თანამდებობაზე ვალერი ჩხეიძე შეცვალა. ეს უკანასკნელი 19 თებერვალს უშიშროების მინისტრის მოადგილედ და დაზვერვის დეპარტამენტის თავჯდომარედ დანიშნეს.