ახალი ამბები

უშიშროების მინისტრი რუსეთიდან ჭიჭიაშვილის ექსტრადიციას უხელმძღვანელებს

საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია დღეს მოსკოვში გაემგზავრება, რათა პირადად უხელმძღვანელოს ადამიანთა გატაცებებში ეჭვმიტანილი შოთა ჭიჭიაშვილის რუსეთიდან საქართველოში ექსტრადიციას.


ქართველმა სამართალდამცავებმა, რუს კოლეგებთან ერთად, შოთა  ჭიჭიაშვილი მოსკოვში 24 ივნისს დააკავეს, თუმცა მისი ექსტრადიცია პროცედურულმა საკითხებმა შეაფერხა. 


უშიშროების მინისტრმა 25 დეკემბერს განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ჭიჭიაშვილის ორგანიზებით მოხდა 2000 წელს ორი ესპანელი ბიზნესმენის, შემდეგ დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის და 2002 წელს ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გატაცება.


28 წლის შოთა  ჭიჭიაშვილი საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ 1997 წლიდან იძებნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჭიჭიაშვილი ხელმძღვანელობდა იმ ჯგუფს, რომელიც ადამიანთა გატაცებებს ახორციელებდა საქართველოში.

Back to top button