ახალი ამბები

ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატებს შორის წინააღმდეგობა კვლავ გრძელდება

(თბილისი, 4 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ხელისუფლებას სურს ქუთაისში ჩატარებული არჩევნების შედეგები ბათილად სცნოს. წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის თავჯდომარე და “ბურჯანაძე-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკის ლიდერი ნინო ბურჯანაძე საკმაოდ უსწრებს წინ თავის მეტოქეს სახელისუფლებო ბლოკიდან დოდო შელიას.

ნინო ბურჯანაძემ ხმების 35% მოიპოვა, მაშინ როცა დოდო შელიამ მხოლოდ 14%.

ქუთაისის ორი საარჩევნო უბნიდან საარჩევნო ყოთები გაიტაცეს, რის გამოც სახელისუფლებო ბლოკი შედეგების გაუქმებას მოითხოვს ქუთაისის მასშტაბით.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებას სურს იგი პარლამენტში არ შეუშვას.

“მე ყველანაირ დარღვევას ველოდი, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხელისუფლება ამგვარ თავხედობას გაბედავდა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში 3 ნოემბერს.

“ყველანაირად ვეცდები ჩემი მხარდამჭერების ხმები დავიცვა ქუთაისში”, – დასძინა ბურჯანაძემ.

Back to top button