ახალი ამბები

ხმების დათვლის პროცესში შეფერხება ეჭვებს იწვევს

(თბილისი, 3 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საარჩევნო უბნების დახურვიდან 24 საათის შემდეგაც კი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ შეძლო ხმების ნახევრის დათვლა.

ნაციონალური მოძრაობის, ბურჯანაძე-დემოკრატებისა და ახალი მემარჯვენეების წევრთა განცხადებით, შეფერხება ხმების დათვლის პროცესში “ვაჭრობით” არის გამოწვეული   სახელისუფლებო ბლოკსა და იმ პარტიებს შორის, რომლებიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ. მათ მხედველობაში “მრეწველები” და “აღორძინება” ჰყავდათ.

აჭარის ხმები ჯერ კიდევ არ დათვლილა. დამკვირვებელთა თქმით, აჭარაში მასობრივ გაყალბებას და პროცედურალ დარღვევებს ჰქონდათ ადგილი.

ოპოზიცია შიშობს, რომ ხელისუფლებას ახალი მემარჯვენეებისა და ბურჯანაძე-დემოკრატებისთვის ახალ პარლამენტში ადგილების წართმევა სურს.

ცსკო-ს თავჯდომარემ ნანა დევდარიანმა შეფერხებები ტექნიკური პრობლემებით ახსნა.

Back to top button