ახალი ამბები

სახელისუფლებო ბლოკისა და ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებლები ერთმანეთს უახლოვდება

(თბილისი, 3 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) განცხადებით, ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ მიუახლოვდა სახელისუფლებო ბლოკს “ახალი საქართველოსთვის”, რომელიც პარტიებს შორის ლიდერობს.

ცსკო-მ უკვე 795 საარჩევნო უბანში დათვალა ხმები.

ხმები უბნებზე შემდეგნაირად ნაწილდება:

1. ახალი საქართველოსთვის – 23,1%
2. ნაციონალური მოძრაობა – 21,6%
3. ლეიბორისტული პარტია – 15,1%
4. აღორძინების კავშირი – 9,7%
5. ბურჯანაძე-დემოკრატები – 8,4%
6. ახალი მემარჯვენეები – 8%
7. მრეწველები – 6,8%

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვის შედეგების თანახმად, ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს და მას მოყვება სახელისუფლებო ბლოკი. პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 26,6% მოიპოვა, სახელისუფლებო ბლოკმა – 18,92%.

რაც შეეხება “ეგზით პოლების” შედეგებს, აქაც ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს (20,7%), და მას სახელისუფლებო ბლოკი მოყვება (14,2%).

Back to top button