ახალი ამბები

დსთ-ის დამკვირვებლებთა განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი იყო

(თბილისი, 3 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დსთ-ის აღმასრულებელი მდივნის იური იაროვის განცხადებით, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული იყო.

იური იაროვი თბილისში 28 ოქტომბერს ჩამოვიდა და 2 ნოემბრის არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით შექმნილ დსთ-ის დამკვირვებელთა ჯგუფს ჩაუდგა სათავეში.

“დსთ-ის სამოცივე დამკვირვებელი დაუბრკოლებლად შეუშვეს ყველა უბანში”, – განაცხადა იაროვმა 3 ნოემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მისი თქმით, დარღვევები ძირითადად მცხეთასა და რუსთავში დაფიქსირდა.

დსთ-ის დამკვირვებლები მონიტორინგის შესახებ სრულ მოხსენებას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ.

Back to top button