ახალი ამბები

“სამართლიანი არჩევნები” არჩევნების წინ ძალადობის და ამომრჩევლებზე ზეწოლის წინააღმდეგ გამოდის

(თბილისი, 30 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლები აპროტესტებენ ბოლო პერიოდში საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების თავმჯდომარეების უმიზეზოდ მოხსნის ტენდენციას და აცხადებენ, რომ არჩვენების მოახლოების ბოლო დღეებში ასეთი ქმედებებმა, შესაძლოა, ეჭქვეშ დააყენოს არჩევნების სამართლიანად ჩატარება. (მარტო ქუთაისში ორი დღის წინ საარჩევნო უბნების 18 თავმჯდომარე მოიხსნა).

“ასევე მიუღებელია ამომრჩევლებზე გახშირებული ზეწოლის ფაქტები და თანამდებობის პირების მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენება საარჩევნო სუბიექტების მხარდასაჭერად. ეს მიუთითებს საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევაზე და არადემოკრატიული საარჩევნო მეთოდებით კამპანიის წარმართვაზე”, – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” განცხადებაში.

ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს მთელ ქართულ საზოგადოებას, თითოეულ ამომრჩეველს, რომ პრობლემების მიუხედავად, უზრუნველყონ არჩევნების ნორმალურად ჩატარება, რადგან არჩევნებში მონაწილეობით თითოეული ჩვენგანი წყვეტს არჩევნების სამართლიანობას და ქვეყნის მომავალს

Back to top button