ახალი ამბები

მედიის მხარდამჭერი აქცია ფოთში

(თბილისი, 17 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ფოთში ადამიანის უფლებების დამცველმა რამდენიმე არასმათავრობო ორგანიზაციამ  და სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი ტელევიზიების წარმომადგენლებმა დღეს საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

ისინი ბოლო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მედიაზე გახშირებულ თავდასხმებს აპროტესტებდნენ. კერძოდ, ორი კვირის წინ ფოთში ადგილობრივი გაზეთის “ფოთის” რედაქცია დაარბიეს, რის გამოც შეწყდა გაზეთის გამოშვება.

წინა კვირას კი საქართველოს პრეზიდენტის ფოთში ვიზიტის დროს სამართალდამცავმა ორგანოებმა დაარბიეს მოძრაობა “კმარას” აქტივისტები, რომლებიც პარალელურად საპროტესტო აქციებს მართავდნენ. დარბევის დროს დაშავდნენ დამოუკიდებელი ტელეკომპანიების “რუსთავი 2” -ის და “მეცხრე არხის” ოპერატორები.

Back to top button