skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძე ამერიკული კონსალტინგური ფირმის წინააღმეგ

(თბილისი, 1 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ამერიკული კომპანია “პი ეი – კონსალტინგის” წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ კომპანია ვერ ასრულებს ენერგეტიკის დარგში აღებულ ვალდებულებებს და საჭიროა ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა. ამის შესახებ პრეზიდენტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

“პრეზიდენტი თუ ასე ფიქრობს, მაშინ უნდა მოხდეს საკითხის გარკვევა და კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგას”, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენლემა ზურაბ ნოღაიდელმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

კომპანია “პი ეი კონსალტინგ გრუფი” მენეჯმენტის, სისტემებისა და ტექნოლოგიების საკონსულტაციო ფირმაა და საქართველოს ენეგოსისტემაში სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button