skip to content
ახალი ამბები

სახელისუფლებო ბლოკი ოპოზიციას საბოტაჟის მოწყობაში სდებს ბრალს

(თბილისი, 4 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, სახელისუფლებო ბლოკის სპიკერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია ქვეყანაში შექმნილ ენერგოკრიზისში “გაერთიანებული დემოკრატების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს ადანაშაულებს და ზურბა ჟვანისა და მიხეილ სააკაშვილს “პოლიტიკური საბოტაჟის” მოწყობაში ამხელს.

“ეს ყველაფერი ვაშლიჯვრის ოფისიდან იმართება, სადაც განთავსებულია დემოკრატების ოფისი. სადისტრიბუციო კომპანიის მრჩეველი ზურაბ ნოღაიდელი ამ პარტიების მოკავშირეა და მათი დავალებით ხდება ელექტროენერგიის უსისტემო გამორთვა”, – აცხადებს ირინა სარიშვილი-ჭანტურია.

ამავე ბრალდებით გამოდის ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძე, რომელიც სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელია. მისი თქმით, ამით ოპოზიციას სურს მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს და ქუჩაში გამოიყვანოს, რაც არჩევნების ჩაშლას გამოიწვევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button