skip to content
ახალი ამბები

პატარკაციშვილი აფხაზეთთან ეკეონომიკური ურთიერთობის დამყარების მომხრეა

(თბილისი, 18 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა სააგენტო “ინტერ-პრესთან” საუბრისას განაცხადა, რომ აუცილებელია აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელება.

მისი თქმით ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ყველაზე რეალურ შესაძლებლობას იძლევა.

პატარკაციშვილმა 16 აგვისტოს ურეკში საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს, მათ შორის პრეზიდენტ შევარდნაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს უმასპინძლა, სადაც პატარკაციშვილის მიერ განხორციელებული ინვესტიციებით საკურორტო კომპლექსი “იმედის ქალაქი” დაარსდა.

პეზიდენტმა შევარდნაძემ, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბურჯანაძემ კმაყოფილება გამოთქვეს ბადრი პატარკაციშვილის მიერ საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიან ინვესტიციებთან დაკავშირებით.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button