skip to content
ახალი ამბები

ხელჩართული დაპირისპირება “მონარქისტებსა” და “ლეიბორისტებს” შორის

(თბილისი, 4 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – მონარქისტული პარტიის მიერ ლეიბორისტული პარტიის ოფისის წინ მოწყობილ აქციას დღეს ხელჩართული დაპირისპირება მოჰყვა პარტიების წარმომადგენლებს შორის. მონარქისტული პარტიის წევრები ლეიბორისტების ოფისის წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ, სადაც პარტიის ერთ-ერთ წევრს ფრიდონ ინჯიას “წურბელას” უწოდებდნენ, რომელსაც კავშირგაბმულობის ობიექტების გასხვისებასა და მითვისებაში ადანაშაულებდნენ..

მონარქისტების ლოზუნგმა ლეიბორისტული პარტიის წევრების განრისხება გამოიწვია, რის შედეგადაც მხარეებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ამ ფაქტს დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე სახელმწიფო კანცელარიაში დაგეგმილი აქცია უწოდა და მასში საქართველოს პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button