
ბორჯომი: კურორტის რეაბილიტაცია ეკოტურიზმის ხარჯზე
გიგა ჩიხლაძე, ბორჯომიდან სიტყვა “ბორჯომის” წარმოთქმისას ყველას მაშინვე თვალწინ წარმოუდგება დაორთქლილი ბოთლი შუშხუნა მინერალური წყლით. ვიღაცას ამ პროდუქტის ფალსიფიკაციასთან დაკავშირებული სკანდალებიც გაახსენდება, ვიღაცას – დავა ბორჯომის ხეობაზე ნავთობსადენის გავლასთან დაკავშირებით. და ნაკლებად ვინმეს თუ გაახსენდება საკურორტო ქალაქი, ან უფრო მეტიც – გრანდიოზული ეკოლოგიური პროექტი “ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალური პარკი”. თუმცა, ვინ იცის, მინერალური წყალი რომ არა, შესაძლოა არც პარკი ყოფილიყო. ასე რომ გამოდის – თავი და თავი ისევ წყალია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ცნობილია, რომ ბორჯომის მინერალური წყლებით სარგებლობა საუკუნების წინ იღებს სათავეს. მაგრამ მსოფლიო აღიარება ამ პოპულარულმა მინერალურმა წყალმა მხოლდო მეცხრამეტე საუკუნეში მოიპოვა. სწორედ მასინ გადაიქცა ბორჯომის ხეობა საკურორტო ზონად რუსული და ქართული არისტოკრატიისთვის. აქ არაერთხელ ისვენებდნენ რუსი იმპერატორები, რომელთა წყალობით ბორჯომი და მისი შემოგარენი ფართოდ გახდა ცნობილი და პოპულარული მთელს ევროპაში. დღეს ბორჯომი-ხარაგაულის პარკში არსებული 8 ტურისტული მარშრუტიდან არის თვით ნიკოლოზ პირველის ბილიკიც: როგორც ამბობენ, მას არაერთხელ უსეირნია ამ მარშრუტით ლიკანიდან ზემოთ მთებში. ახლა აქ აშენებულია რეინჯერების სახლი, რამდენიმე კილომეტრში კი ტურისტების თავშესაფარი. ბორჯომი-ხარაგაულის პარკის პროექტს საფუძველი ჯერ კიდევ 1994 წელს ჩაეყარა: იმ დროისთვის ველური ბუნების დაცვის ფედერაციის პროექტი წარედგინა დასამტკიცებლად საქართველოს ხელისუფლებას. 1995 წელს პროექტი დამტკიცდა. 1997 წელს გერმანიის მთავრობამ მოიწონა ბორჯომ-ხარაგაულის პარკის დაფინანსების პროექტი. 1999 წლიდან დაწყებული გერმანიის მთავრობამ 2,5 მილიონი გერმანული მარკა გამოჰყო პარკის შესაქმნელად და 1999 წლიდან მოყოლებული 2003 წლამდე 16 მილიონ 680 ათასი მარკა დამხმარე ზონის განვითარებისთვის. თვით ბორჯომის შემხედვარე ძნელია იმის თქმა, რომ მის შემოგარენში ასეთი დიდი ფულია ჩადებული. ისევ ისეთი ძველი სახლები, მოშლილი გზები და ბალახმორელუი ტროტუარები. ქალაქში უამრავი კაფე და ბარია, მაგრამ მათი უმრავლესობა მხოლოდ “სეზონზეა” ღია – ივნისიდან სექტემბრამდე. სხვა დროს ბორჯომში რთულია ადგილის მოძებნა, სადაც ადამიანი წაიხემსებს. ადგილობრივ მზარეულებს რატომღაც კერძებსი ბევრი პილპილის ჩაყრა უყვართ და ამავე დროს, რატომღაც თიტქმის არ ყრიან მარილს, ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. ბორჯომსი სასტუმროების რაოდენობაც არაა მცირე. რა თქმა უნდა, ძველ სასტუმროებში დევნილები ცხოვრობენ, თუმცა აქაც რამდენიმე ნომერი ტურისტებისთვისაც აქვთ შემონახული. ბორჯომში მცირე კერძო სასტუმროებიც გამოჩნდა, მაგრამ ფასების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი მხოლოდ უცხოელებზე ან “ახალ ქართველებზეა” გათვლილი. სამაგიეროდ ბორჯომის სამთავრობო რეზიდენცია (ადგილობრივები მას ძველი ჩვეულებისამებრ “მეოთხე სამმართველოს” ეძახიან) ყოველთვის მზადაა სტუმრების მისაღებად სავსებით დემოკრატიულ ფასებსი – დღეღამეში 40 ლარიდან და ზემოთ. და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, ტუ რეზიდენციაში არ ისვენებს შევარდნაძე. მართალია, ბოლო წლებში იგი ბორჯომთან შედარებით უპირატესობას ლიკანს ანიჭებს. ბორჯომში ეროვნული პარკის სიახლოვე ეგრევე იგრძნობა – ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ატარებს მაისურებს და ქუდებს, რომლებზეც პარკის სახელწოდება და ლოგოტიპია გამოსახული. სხვათაშორის, თვით ბორჯომში შესვლისთანავე შეიძლება უკვე პარკის დანახვა მარჯვენა მხარეს, რომელიც მჭიდროდ ეკვრის ქალაქს, ნაკრძალის მიწები ხეობის მთელ მარჯვენა მხარეს მოიცავს. მე უკვე დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ თუ რამე საინტერესოს გაგება გსურს უცნობ ქალაქში. მძღოლებს უნდა გამოელაპარაკო. ასე რომ, პირველი, რაც ბორჯომში ჩასვლისას გავაკეთე, ჩავჯექი ტაქსში და ქალაქში გავისეირნე, თან უამრავი საინტერესო ამბავიც შევიტყე. – უცხოელები აქ მრავლად ჩამოდიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეროვნული პარკი გაიხსნა, – ამბობს 17 წლის სტაჟის მქონე ტაქსისტი სერგო. მაგრამ მათგან დიდი ვერაფერი სარგებელია. სასტუმროები თუ იღებენ რაღაც თანხებს და რესტორნები. ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩვენთან ტურისტული ბუმი იქნება, როგორც ამას ჩვენი მერი ამტკიცებს. ის, რაც საბჭოთა პერიდოში იყო, არასდროს განმეორდება. აი მაშინ მართლა ბრბოებად ჩამოდიოდნენ. რამდენ ფულს ტოვებდნენ აქ ტურისტები! უმუშევრობა მაშინ საერთოდ წარმოუდგენელი იყო. სამაგიეროდ, ნავთობსადენის მიმართ ბორჯომლები დადებითად არიან განწყობილნი – უპირველეს ყოვლისა, გამოჩნდა იმედი სტაბილური და მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნისა, რაც ასეტი დეფიციტია მთელს ქვეყანაში, და მეორეც, სოლიდური თანხების მოზიდვის იმედიც: – მილი რომ გაიყვანონ, მისთვის ჯერ მიწა უნდა იყიდონ! -ამბობს ავთო, სარეისო მიკროავტობუსის მძღოლი, – ასე რომ, მათ, ვის ნაკვეტებზეც გაივლის მილსადენი, ბედმა გაუღიმა. ისე იქნება, რომ შვილიშვილებსაც კი მემკვიდრეობას დაუტოვებენ. ეს ხუმრობა საქმე არ არის! ამბობენ, რომ რაიონი დიდ ფულს მიიღებს, და არა ისე, როგორც ეს ნაკრძალტან მიმართებაში მოხდა. თუმცა, კეთილ სიტყვის მოსმენა ნაკრძალთან მიმართებაშიც შეიზლება: – ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეროვნული პარკის შექმნის შემდეგ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, – ამბობს ბორჯომელი რამაზი, – მთელი რაიონის მასშტაბით არემონტებენ და სშენებენ სკოლებს, გზებს. მე უფრო ხშირად დავიწყე სორეულ სოფლებში ნათესავებთან ჩასვლა, ადრე მათთან მისვლა შეუზლებელი იყო, გზები იყო გაუვალი. ევროპის ეროვნულ პარკებთან შედარებით ბორჯომი-ხარაგაულის პარკში ტურისტული ლაშქრობების ღირებულება რამდენჯერმე იაფია. პარკში შესვლა უფასოა, ღამის გათევა ტურისტების თავსესაფრებში 5 დოლარზე ნაკლები. პარკსი კიდევ რეინჯერთა 9 სახლი დგას, სადაც ტურისტებს ასევე შეუძლიათ ღამის გათევა, თუ რა თქმა უნდა, თავშესაფრამდე მისვლას ვერ ასწრებენ. საკუთარ კარავში ღამის გათევა ტურისტს 2,5 დოლარი უჯდება, ხოლო მეგზური დღე-ღამეში 10 დოლარი. მსოფლიოს ეროვნულ პარკებში შემოსავლების 2-10% თვით პარკების რეაბილიტაციაზე იხარჯება. ბორჯომი-ხარაგაულის პარკის ადმინისტრაცია ასეთ პრობლემებს ჯერ არ გადაწყდომია. როგორც ეტყობა შემგდომში, როცა ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, ეკოლოგიური რეაბილიტაცია ალბათ აუცილებელი გახდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამისი საჭიროება არ არის. – ეკოტურიზმისა განვითარებისა და უნიკალური ბუნებრივი რესურსების შესანარჩუნებლად სწორედ ასეთი პარკის შექმნა იყო საჭირო, – დარწმუნებულია ბორჯომი-ხარაგაულის პარკის დირექტორი ზვიად გოცირიძე, – მაგრამ ველური ბუნების დაცვის ფედერაცისა და გერმანიის მთავრობის დახმარების გარეშე ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მრავალი წლის მანძილზე ბორჯომი-ხარაგაულის პარკის პროექტი უმთავრესი იყო ფედერაციის კავკასიის წარმომადგენლობისთვის. ამ დროისთვის ეს პროექტი უკვე დაიხურა და ფედერაციის ყველა თანამშრომელს შეუძლია იამაყოს დასრულებული საქმით. თუმცა, დამხმარე ზონაში სამუშაოები დღესაც გრძელდება. – უპრიანი იქნებოდა ტერმინი “დამხმარე ზონა” შეიცვალოს ტერმინით “ბუფერული ზონა”, – ამბობენ ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლები, – ეს მოსაზღვრე ზოლია, რომელიც პარკს აკრავს გარშემო. ტურისტები არა მხოლოდ ბორჯომი-ხარაგაულის პარკში ჩავლენ, არამედ ბუფერულ ზონაშიც შეძლებენ დასვენებას, იქ სერიოზული ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. ეროვნული პარკი საქართველოს 6 ადმინისტრაციული რაიონის ტერიტორიაზეა განთავსებული, რაც 5,3 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ანუ საქართველოს ტერიტორიის 7,6%-ს. ამ ტერიტორიაზე ათეულობით უნიკალური არქიტექტურული და ისტორიული ძეგლია შეარჩუნებული – ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრები და ასე შემდეგ. ეროვნული პარკის მთელი ფართობი – 76 ათასამდე ჰექტარია, რაც საქართველოს მთელი ტერიტორიის 1%-ზე მეტს შეადგენს. ბორჯომი-ხარაგაულის პარკი ამ ტიპის პირველი პარკია კავკასიაში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკია მთელს ევროპაში. მისი უნიკალურობა, კერძოდ, მდგომარეობს გეოგრაფიული და ეკოლოგიური ზონების მრავალფეროვნებაში, მთიანი ლანდშაფტების სიჭრელეში, უნიკალური ისტორიული ძეგლების სიმრავლეში, ფლორისა და ფაუნის ათასობით ენდემური სახეობების არსებობა. საქართველოში საბჭოთა დროიდან 15 ნაკრძალი იყო. დღეს მათი რაოდენობა 19-ია და ამას მიმატებული ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი. სავარაუდოდ, 2010 წლისთვის დაცული ტერიტორიების საერთო ფარტობი საქარველოში მთელი ქვეყნის ტერიტორიის 30%-ს მიაღწევს. მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება სერიოზული ბიძგი გახდეს საქართველოში რეალური და მომგებიანი ტურისტული ბიზნესის განსავიტარებლად. ვარაუდობენ, რომ ბორჯომი-ხარაგაულის პარკსა და დამხმარე ზონაში ტურისტების სერიოზული შედინების შემთხვევაში 5000-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. ეროვნულ პარკში ამ დროისთვის 8 ტურისტული ბილიკია. სპეციალისტების მიახლოებითი გათვლებით, ამ ბილიკებს ყოველდღიურად 400-მდე ტურისტის მიღება შეუძლიათ. ტურისტული მარშრუტების სირთულე და ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია – ერტიდან 5 დღემდე. მარშრუტები ისეთი გათვლებითაა შედგენილი, რომ რამდენიმე ძირითადი ბილიკის გავლის შემდეგ ტურისტს ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ლანდშაფტის, ენდემური ფლორისა და ფაუნის მთელ მრავალფეროვნებაზე ჰქონდეს წარმოდგენა. – ვიმედოვნებ, რომ უიქენდების ბუნებასი გატარების ტრადიცია, განსაკუთრებით კი ჩვენს პარკში, აუცილებლად დაიდებს საფუძველს საქართველოში, – აცხადებს პარკის დირექტორი ზვიად გოცირიძე. – ყოველ შემთხვევაში, საამისოდ ჩვენ ყველაფრის გაკეთებას შევეცდებით, რასაც კი შევძლებთ. ხოლო იმასი, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ უცხოელი დამსვენებლები შემოგვემატებიან, ეჭვიც არ მეპარება. შტაბეჭდილებების მიღების მიზნით თბილისში დაბრუნება მატარებლით გადავწყვიტე. მივედი სადგურში, შევიძინე სამგზავრო ბილეთი და მატარებლის გამგზავრების წინ გაკვირვებულმა შევნიშნე, რომ ბილეთების გამყიდველი მოლარე ბაქანზე იდგა და მგზავრებს უყვიროდა, “გთხოვთ შეიძინოთ ბილეთები!’. როცა შემნიშნა, დადუმდა და ნაღვლიანად მითხრა – თქვენ ერთადერთი მგზავრი ხართ, ვინც ბილეთი იყიდაო. მგზავრების უმეტესობა ბილეთებს არ ყიდულობს და ამჯობინებს კონტროლიორს 1-2 ლარი გადაუხადოს, ანუ იმაზე ნაკლები, რაც ბილეთი ღირს. ჩამტვრეულ ფანჯრებიან, დანგრეულ სკამებიან და იატაკზე 100 წლის დაგროვილ სიბინძურიან ვაგონში შესვლისას გავჩერდი და ყველაზე მეტად გამიჩნდა სურვილი, რომ თბილისში სამარშრუტო ტაქსით დავბრუნებულიყავი. სულ 2 საათის სავალია, მატარებლით კი 5-6 საათი შწირდება ამ მანძილს. მაგრამ მაინც დავრჩი… რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ელექტრომატარებელი დროულად გავიდა. მაგრამ ბორჯომის ხეობიდან გაღწევა მხოლოდ ერთ საათში მოახერხა, მატარებელი ყოველ ნაბიჯზე ჩერდებოდა, ვაგონებში ათეულობით ათასი ბოთლი “ბორჯომი” იტვირთებოდა. ჩემი გათვლებით, სულ მატარებელში 60-100 ათასი ნახევარლიტრიანი ბოთლი “ბორჯომის” წყალი დატვირთეს. თუმცა, არ ვიცი, რამდენად მინერალური წყალი იყო ამ ბოთლებში, მაგრამ ეს რომ “ბორჯომის” წყალი არ იყო, ფაქტია! სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:ბორჯომი პატარა და მტვრიანი ქალაქია, მთებს შორის მოქცეული და მტვკრით ორ ნაწილად გაყოფილი. ბორჯომთან მიახლოებისას ციცაბო მთის ფერდობები გვეგებება, რომელიც მცირე ზომის, თითქოსდა სათამაშო ნაძვისხეებითაა მოფენილი. ოდესღაც აქაურობა მთელი რუსული იმპერიის არისტოკრატიის საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. აქ დღესდღეობითაც არანაკლები რაოდენობის დამსვენებელი ჩადის, მაგრამ მატი უმეტესობა თბილისიდანაა და ბორჯომიც დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ საკურორტო ადგილი.
გონიო – პოპულარობის პერსპექტივა
აღმოსავლეთის მთავარი ქალაქი
უშფოთველი ცხოვრება