ახალი ამბები

პარლამენტი საარჩევნო კოდექსის განხილვას განაგრძობს

(თბილისი, 29 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები მეორე და მესამე მოსმენით საარჩევნო კოდექსის განხილვას განაგრძობენ.

აშშ-ის ადმინისტრაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, პარლამენტმა კოდექსი პირველი მოსმენით 24 ივლისს მიიღო.

“აღორძინებისა” და “მრეწველთა” ფრაქციები, ასევე სახელისუფლებო ფრაქციების ნაწილი, რომლებიც შემოთავაზებული კოდექსის წინააღმდეგნი არიან, შეეცდებიან სერიოზული ცვლილებები შეიტანონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) დაკომპლექტების პრინციპებში. “აღორძინება” და “მრეწველები”, შესაბამისად, ოთხ და ორ ადგილს მოითხოვენ ცსკო-ში.

პირველი მოსმენით მიღებული საარჩევნო კოდექსის თანახმად, კომისიის თავჯდომარეს ეუთო დანიშნავს. 5 წევრს წარადგენს პრეზიდენტი, ხოლო დანარჩენ 9 ადგილს თანაბრად გაიყოფენ შემდეგი ოპოზიციური პარტიები: აღორძინება, მრეწველები, ახალი მემარჯვენეები, გაერთიანებული დემოკრატები, ლეიბორისტული პარტია, ერთობა, ტრადიციონალისტები და ექს-პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები. თითოეულ ოპოზიციურ პარტიას ერთი ადგილი ექნება კომისიაში.

Back to top button