
ახალი ამბები
საზოგადოების წარმომადგენლები რელიგიური რადიკალიზმის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
(თბილისი, 28 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ღია წერილი, რომელიც 42-მა საზოგადო მოღვაწემ, მათ შორის ვახუშტი კოტეტიშვილმა, ელდარ შენგელაიამ, ნანა ალექსანდრიამ, მზექალა შანიძემ, ლევან ბერძენიშვილმა და სხვებმა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს გაუგზავნეს, გამოხატავს შეშფოთებას საზოგადოებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის გაწყვეტილი კავშირის თაობაზე.
წერილის ავტორები მოუწოდებენ პატრიარქს “შეეწინააღმდეგოს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებულ რადიკალიზმს და ქსენოფობიას”. ისინი ასევე თხოვენ კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს ხმა აიმაღლოს რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის გამო.
საზოგადო მოღვაწეთა თქმით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში “რადიკალური ელემენტების პოზიციის გაძლიერებამ შესაძლოა შუა საუკუნეებში დაგვაბრუნოს”.