ახალი ამბები

პრეზიდენტი “ბეიკერის გეგმის” დამტკიცებას მიესალმება

(თბილისი, 28 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს მადლობა გადაუხადა პარლამენტის დეპუტატებს 24 ივლისს პირველი მოსმენით აშშ-ის მთავრობის მიერ რეკომენდირებული ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებისთვის.

“ახალი საარჩევნო კოდექსი სამართლიანი და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდება”, – განაცხადა შევარდნაძემ 28 ივლისის რადიოინტერვიუში.

პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტის მეორე და მესამე მოსმენის დროს საარჩევნო კოდექსზე შეთანხმებას მიაღწევენ.

“აღორძინება” და “მრეწველები” საარჩევნო კომისიაში, შესაბამისად, ოთხ და ორ ადგილს მოითხოვდნენ.

პარლამენტის მეორე და მესამე მოსმენის დროს, რომლებიც მიმდინარე კვირას არის დაგეგმილი, ეს ფრაქციები, ისევე როგორც პარლამენტის სახელისუფლებო ფრაქციები, შეეცდებიან გარკვეული ცვლილებები შეიტანონ ახალ კოდექსში.    

Back to top button