
ახალი ამბები
ბურჯანაძის თხოვნის მიუხედავად დეპუტატებმა შიმშილობის აქცია არ შეწყვიტეს
(თბილისი, 26 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე 25 ივლისს ნაციონალური მოძრაობის 5 მოშიმშილე დეპუტატს შეხვდა და მოუწოდა მათ შეეწყვიტათ შიმშილობის აქცია.
დეპუტატებმა შიმშილობის აქცია პენსიონერთა საპენსიო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით 16 ივლისს დაიწყეს იუსტიციის სამინისტროს შენობაში.
მოშიმშილეების განცხადებით, ისინი არ შეწყვეტენ აქციას, სანამ მთავრობა საპენსიო დავალიანებას არ გადაიხდის.
ნინო ბურჯანაძე უკვე მეორედ შეხვდა მოშიმშილეებს. ექიმების თქმით, დეპუტატთა ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.