skip to content
ახალი ამბები

ქართველი სტუდენტების საპროტესტო აქცია

(თბილისი, 15 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა 14 აპრილს სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

აქციის მონაწილეებმა მკაცრად გააკრიტიკეს ახლახანს შექმნილი პრეზიდენტის მხარდამჭერი საარჩევნო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” და დაწყეს საბჭოთა საქართველოს დროშები, რომლებზეც პრეზიდენტ შევარდნაძის, სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძისა და ახალი ბლოკის სხვა ლიდერების პორტრეტები.

სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია და უფრო ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებით დაიმუქრნენ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button