skip to content
ახალი ამბები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების კავშირმა ნინო ბურჯანაძეს საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა შესთავაზეს

(თბილისი, 24 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – 23 აპრილს საზოგადოებრივი ორგანიზაციების კავშირმა, მათ შორის სათემო ორგანიზაციებმაც პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა და მეთაურობა შესთავაზეს, რომელიც შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს ქვეყანაში ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს.

“ეს მოულოდნელი წინადადება იყო ჩემთვის. ამას დაფიქრება სჭირდება”, – ფანაცხადა ბურჯანაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროტესტი გამოხატეს აღმასრულებელი ხელისუფლების ბოლოდროინდელ არადემოკრატიულ ქმედებებთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button