ახალი ამბები

“ეი-ი-ეს”-სა და რუსეთის ერთიან ენერგოქსელებს შორის სავარაუდო გარიგება კვლავ ბურუსით არის მოცული

(თბილისი, 24 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მათ არ გააჩნიათ რაიმე ოფიციალური ინფორმაცია ამერიკულ კომპანია “ეი-ი-ეს”-სა და რუსეთის ერთიან ენერგოქსელებს შორის “ეი-ი-ეს თელასის” კუთვნილი აქციების გაყიდვის თაობაზე წარმოებული მოპალარაკებების შესახებ.

რუსული ენერგოკომპანიის წარმომადგენლები კომენტარისგან თავს იკავებენ. “ჩვენ ამჟამად ვერ გავაკეთებთ რაიმე კომენტარს “ეი-ი-ეს თელასთან” დაკავშირებით”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” 24 ივლისს რუსეთის ერთიანი ენერგოქსლების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ტატიანა მილიაევამ. “ეი-ი-ეს თელასის” წარმომადგენლებიც თავს იკავებენ კომენტარებისგან.

არაოფიციალური ინფორმაციით, “ეი-ი-ეს თელასი”, რომელიც თბილისის ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიის აქციების 75% ფლობს, მოლაპარაკებებს აწარმოებს ამ რუსულ კომპანიასთან აქციების შესაძლო მიყიდვის თაობაზე. სადისტრიბუციო კომპანიის 25%-ს სახელმწიფო ფლობს.

Back to top button