ახალი ამბები

ნაციონალები არ უარყოფენ შიმშილობის აქციის მოახლოებულ არჩევნებთან კავშირს

(თბილისი, 22 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი კობა დავითაშვილი არ უარყოფს, რომ იუსტიციის სამინისტროში პენსიების გაცემის მოთხოვნით დაწყებული შიმშილობა გარკვეულწილად უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკოსის მოვალეობაა გაითვალისწინოს ხალხის მოთხოვნა.

“ზოგიერთი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ჩვენ, თუ შეიძლება ითქვას, წინასაარჩევნო კამპანია დიდი ხნის წინ დავიწყეთ. ამით ჩვენ ხალხის მოთხოვნას ვაფიქსირებთ, ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენი თვითმიზანი არ არის პარლემანტში მოსვლა, ჩვენი მიზანი ხალხის ინტერესებია”, – განაცხადა 22 ივლისს “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას კობა დავითაშვილმა.

მისი თქმით, შიმშილოლიბა პენსიების მოთხოვნით იქამდე გაგრძელდება, სანამ პენსიონერებს არ მიეცემათ ძველი 1998-99 წლის პენსიები. “ნაციონალური მოძრაობის” 7 წევრი უკვე მე-7 დღეა იუსტიციის სამინისტროში შემშილობს.

Back to top button