skip to content
ახალი ამბები

ქართულ-აფხაზური შეხვედრები სექტემბრიდან გააქტიურდება

(თბილისი, 16 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – 15 ივლისს სოხუმში ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პირევლი რაუნდი შედგა. ამ მიზნით აფხაზეთში იმყოფებოდა საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე.

“შეხვედრა ჟენევის ფორმატის მიხედვით აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხის განხილვას დაეთმო. ასეთი შეხვედრა ამ მიზნით პირველად იმართება. შეხვედრეზე რაიმე კონკერტული საკითხები არ განხილულა, არც გაეროს რეზოლუციის მე-7 მუხლის შესაძლო ამოქმედებაზე გვიმსჯელია”, – განაცხადა დღეს რადიო “იმედის” ეთერში მალხაზ კაკაბაძემ.

მისი თქმით, უფრო აქტიური შეხვედრები ქართველებსა და აფხაზებს შორის სექტემბრიდან დაიწყება, სადაც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებებზე იმსჯელებენ. 15 ივლისს გამართული შეხვედრა გაერო-ს ეგიდით გაიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button