ახალი ამბები

“კმარას” საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან

(თბილისი, 6 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას”ათობით აქტივისტმა 5 ივლისს პარლამენტის
შენობის წინ დემონსტრაცია გამართა. ისინი ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებდნენ.

ბორჯომის მოსახლეობის ნაწილმა 5 ივლისს ქალაქის შესასვლელი გადაკეტა და “კმარას” აქტივისტები, რომელთაც მიზნად ჰქონდათ საპროტესტო აქციის ჩატარება ბორჯომში 4 ივლისის მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით, ქალაქში არ შეუშვა.

“კმარას” აქტივისტების განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავისი მხარდამჭერები შეკრიბა, რათა საპროტესტო აქციისთვის შეეშალა ხელი. მათი თქმით, პოლიციამ არაფერი არ იღონა “კმარას” წევრების თავისუფალი მსვლელობის უზრუნველსაყოფად.

Back to top button