
შევარდნაძე და პუტინი სოჭს ოპტიმიზმით ტოვებენ
“ახალი ფაზა” რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში “ამ შეხვედრის მიმართ მე უფრო სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ პუტინთან პირისპირ შეხვედრამ დადებითი შედეგი გამოიღო. აღსანიშნავია ის, რომ ამ შეხვედრას აფხაზეთის წარმომადგენლიც [სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია] ესწრებოდა, ასეთი სამმხრივი შეხვედრა პირველად შედგა”, – განაცხადა 10 მარტს ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა. ვლადიმერ პუტინამა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “აფხაზეთის კონფლიქტი უნდა მოგვარდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთის მრავალეროვნული მოსახლებოსი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის გათვალისწინებით.” აფხაზეთში დევნილთა დაბრუნება, სოჭსა და თბილისს შორის, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა და რეგიონში ენერგო ობიექტების რეაბილიტაცია – ეს ის საკითხებია, რომელიც შევარდნაძემ და პუტინმა ორმხრივი შეხვედრისას განიხილეს და რომელსაც, 7 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი Gენადი გაგუიაც დაესწრო. “აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში პირველხარისხოვან ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ რეგიონში, პირველ რიგში კი გალის რაიონში დევნილების უსაფთხო და ღირსეული დაბრუნება,” განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა 7 მარტს. “ჩვენ შევთანხმდით რკინიგზის ამოქმედებასა და დევნილების დაბრუნების საკითხების პარალელურად მოგვარებაზე. სწორედ ასე ჩაიწერა დეკლარაციაში რასაც შეხვედრის ბოლოს მოვაწერეთ ხელი”, – განაცხადა შევარდნაძემ. მისი თქმით, დევნილების დაბრუნება “შეუქცევადი,” მაგრამ “ხანგრძლივი პროცესია”. “პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს დევნილთა რაოდენობის დადგენა, აღწერა და შემდეგ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რკინიგზის ამოქმედება კი საქართველოს რეგიონებისა და რუსეთის მხრიდანაც დიდ დაინტერესებას იწვევს, რადგან ამით შესაძლებელი გახდება ეკონომიკის განვითარება”, – აღნიშნა შევარდნაძემ ორშაბათის რადიოინტერვიუში. შეხვედრისას პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ერთობლივი სამთავრობო კომისია, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ამ პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციებიც უჭერენ მხარს. დაახლოებით ამ მიმართულებაზე იმუშავებს გაეროს გენერალურ მდივანთან არსებული საქართველოს მეგობარი ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ) ჯგუფი, რომელიც 18-19 თებერვალს ჟენევაში გამართული შეხვედრისას შეთანხმდა შეიქმნას სამი კომისია. პირველი კომისია აფხაზეთში დევნილების უსაფრთხო დაბრუნებაზე იმუშავებს, მეორე – რეგიონის ეკონომიკის აღდგენაზე და მესამე – უსაფრთხოებისა და პოლიტიკური მოწესრიგების პრობლემებზე. აფხაზეთის გარდა პუტინმა და შევარდნძემ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების სხვა ასპექტებზეც ისაუბრეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომესაც რუსეთის პრეზიდენტმა გაუსვა ხაზი, იყო ტერორიზმთან ბრძოლოაში თანამშრომლობის საკითხი. ვლადიმერ პუტინმა ედუარდ შევარდნაძესთან შეხვდრით დიდი კმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ ეს შეხვედრა “აფხაზეთის პრობლემის მოგვარებისთვის იმპულსის მიმცემი იქნება,” რაც თავის მხრივ “ხელს შეუწყობს სტაბილურობას მთლიანად კავკასიის რეგიონში.”საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 6-7 მარტს თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრას რუსეთ-საქართველოს შორის “ურთიერთობების ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის” დაწყება უწოდა. შეხვედრაზე, რომელზეც აფხაზეთის საკითხი მთავარი თემა იყო, ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ანტიტერორისტული თანამშრომლობა.
“უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ პერიოდში ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს ტერორიზმთან ბრძოლოაში თანამშრომლობის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ ამ მხრივ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას,” განაცხადა 7 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა.
გიორგი სეპაშვილი, სივილ ჯორჯია