skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძე ერაყის წინააღმდეგ ომს მხარს უჭერს

(თბილისი, 10 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მხარს უჭერს აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით მხარდაჭერის შესახებ მან წერილობით უკვე აცნობა აშშ-ს პრესიდენტს.
 
“მართალია საქართველო პატარა ქვეყანაა და საომარ მოქმედებების დაწყების შემთხვევაში შესაძლოა დიდი მონაწილეობა ვერ მიიღოს, თუმცა მზად ვართ შეძლებისდაგვარად აღმოუჩინოთ დახმარება” – განაცხადა დღეს ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.
 
მისი თქმით, საქართველო ვალდებულია გვერდში დაუდგეს აშშ-ს, ვინაიდან ამ ქვეყანას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში დემოკრატიზაციის დამყარებაში და ბევრი სხა სახის დახმარებას უწევს დღემდე.
 
“ამასთანავე ჩვენ ყოველთვის წინააღმეგები ვიქნებით ტერორისა და მასობრივი იარაღის გამოყენების, ეს საფრთხეს უქმის არამარტო ერთ კონკრეტულ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს” – აცხადებს შევარდნაძე.
 
მისი თქმით, მის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%-ი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button