skip to content
ახალი ამბები

ნარჩემაშვილი სამეგრელოში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებას არ გამორიცხავს

(თბილისი, 16 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა 15 იანვარს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო დროს სამეგრელოში მკვეთრად გაუარესდა კრიმინოგენული სიტუაცია.

ნარჩემაშვილმა არ გამორიცხა, რომ ამ რეგიონში შესაძლოა აუცილებელი გახდეს ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარება.

სამარტალდამცავებმა ანტიკრიმინალური ოპერაციები უკვე ჩაატარეს პანკისის ხეობაში, თბილისში და ქუთაისში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button