skip to content
ახალი ამბები

საქართველო რუსეთს ჩარჩო-ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 11 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა 10 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებები განაახლოს ჩარჩო-ხელშეკრულების გარშემო და მოუწოდებს რუსეთს ანალოგიური ნაბიჯი გადადგას.

“ჩარჩო-ხელშეკრულება უნდა გახდეს საფუძველი ყველა იმ პრობლემის მოგვარებისა, რომლებიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებობს. ეს განსაკუთრებით ეხება აფხაზეტის პრობლემასა და საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას”, – აღნიშნა მენაღარიშვილმა.

საქართველომ და რუსეთმა 1994 წლის 3 ნოემბერს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მეგობრობის, კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის თაობაზე. საქართველოს პარლამენტმა ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა, მაგრამ რუსეთის სახეკმწიფო სათათბირომ დღემდე არ მოახდინა რატიფიკაცია. მოლაპარაკებები ახალი ჩარჩო-ხელშეკრულების გარშემო გასულ წელს შეჩერდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button